Sunday, June 29, 2014

დღე მეოთხე

ტრენინგის მეოთხე დღე გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით,
პირველ რიგში შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში მითითებული მიმართულების მიმცემი კითხვები.
ჩემი თემიდან გამომდინარე,რომლის სათაურიცაა ჯანსაღი ცხოვრების სტილი.ზოგად კითხვაში აქცენტი გავაკეთე გარემო ფაქტორებზე შემდეგი სახით: რა გარემო ფაქტორები
მოქმედებს ადამიანის აქტიური ცხოვრებისა და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებაზე?
თემატური კითხვაა?-რამდენად ხშირად მიმართავენ ადამიანები ფიზიკურ დატვირთვას ცხოვრებაში?
შინაარსობრივი კითხვებია:-1.რა იყო ფრანგი ჟანა კალმენტის ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო,რამაც განაპირობა მისი ხანგრძლივი სიცოცხლე 122 წლამდე?
2.შეუწყო თუ არა ხელი იტალიელი ანტონიო ტოდეს ხანგრძლივ ცხოვრებას მისმა ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის ერთობლივად განხორციელებამ?
ასევე შევავსეთ შეფასების მონაცემები პროექტის გეგმაში.
ასევე შევისწავლეთ პოსტში სურათების ჩასმა,ფონის შეცვლა ბლოგში პარალელურად დაგვევალა კომენტარების გაკეთება პროექტის თემაში არსებული მიმართულების მიმცემ კითხვებზე.

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო თემა გაქვს არჩეული, ნონა, სიამოვნებით გავეცნობი დასრულებულ ვარიანტს.. <3

    ReplyDelete